Choetech T588 3 in1 Foldable Magnetic wireless charger station

109 

სპეციფიკაცია

მოდელი T588-F
შემავალი 5V-3A, 9V-2A
გამომავალი 15W/10W/7.5W/5W/2.5W

გამოყენების წესი

1. ტელეფონის სატენი
2. დამუხტვის ინდიკატორი
3. ყურსასმენის სატენი
4. საათის სატენი”

1. დენის წყაროსთან შეერთების შემდგომ, ლურჯი ინდიკატორი ირთვება 3 წამით, შემდგომ დამტენი გადადის ლოდინის რეჟიმში.
2. ლურჯი ინდიკატორი ირთვება მოწყობილობაზე ტელეფონის უსადენოდ დამუხტვის დროს.
3. ჩართული ლურჯი ინდიკატორი აღნიშნავს ნორმალურ დატენვის პროცესს.
4. როცა მოთავსებულია უცხო მოწყობილობა, მაღალია ან დაბალი ტემპერატურა, მოკლე ჩართვა და ა.შ – ინდიკატორი მოწყობილობაზე ციმციმებს.
5. დამტენიდან მოწყობილობის აღებისას ინდიკატორები ითიშება.

პრობლემების მოგვარება
1. განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა თქვენს მოწყობილობაზე.
2. დარწმუნდით რომ თქვენს მოწყობილობას აქვს უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა.
3. დარწმუნდით რომ იყენებთ ორიგინალ ან სერტიფიცირებულ კაბელსა და კედლის ადაპტერს.
4. არ გამოიყენოთ სქელი მოწყობილობის ქეისები.
5. მოარიდეთ მაღალ ტემპერატურას, ოპტიმალური ტემპერატურა 27-30 ცელსიუსი.
6. როდესაც ტელეფონი ან საათი არ იტენება სრულად, გათიშეთ ბატარეის ოპტიმიზაცია პარამეტრებიდან.
7. როდესაც ყურსასმენების დამუხტვა ვერ ხერხდება, ამოიღეთ ისინი ქეისიდან და დატენეთ ქეისი ყურსასმენების გარეშე.
8. როდესაც ლურჯი ინდიკატორი ციმციმებს, დარწმუნდით რომ გარშემო რომ გარშემო არ დევს სხვა ნივთები.

გაფრთხილება
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია არანორმალური დამუხტვა, მოწყობილობის გადახურება, შეფერხებით დამუხტვა ან დამუხტვის არ არსებობა.
1. არ დაქაჩოთ მოწყობილობა, ამან შეიძლება გამოიწვიოს სილიკონის ნაწილში დაზიანება რაც მწყობრიდან გამოიყვანს სატენ მოწყობილობას.
2. არ დააგდოთ, არ დაშალოთ და მოარიდეთ ყოველგვარ მექანიკურ ზემოქმედებას.
3. დარწმუნდით რომ თქვენს ტელეფონს გააჩნია Qi მხარდაჭერა.
4. თქვენი მოწყობილობა უნდა იყოს აღჭურვილი Magsafe-ით ან უნდა გქონდეთ ქეისი აღნიშნულის მხარდაჭერით.
5. უსადენო სწრაფი ტელეფონის დამუხტვისთვის აუცილებელია გამოიყენოთ სწრაფი დამუხტვის კედლის ადაპტერი და კაბელი.
6. მოკლე ჩართვისა და დამოკლებისგან თავის ასარიდებლად გთხოვთ მოარიდოთ დამტენი მოწყობილობა მაღალტემპერატურასა და ტენიანობას.
7. მაგნიტმა ან მაგნიტურმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს შეფერხება დამტენი მოწყობილობის მუშაობაში. ასეთის თავიდან ასარიდებლად, გთხოვთ მაგნიტური მოწყობილობები (ID ბარათები, პლასტიკური ბარათები და ა.შ) ან სამედიცინო მოწყობილობები (პულსის საზომი, სმენის აპარატები და ა.შ) შეინახოთ სულ მცირე 20სმ -ის მოშორებით სატენი მოწყობილობიდან.