Choetech HUB-M14 7-In-1 USB-C Multiport Adapter For Mac
120 ₾
შემადგენლობა
*1x USB-C მულტიპორტ ადაპტერი
*1x ინსტრუქცია

სპეციფიკაცია
| ინტერფეისი | 2x USB-C(მამ.), 1x HDMI, 1x Micro SD სლოტი, 1x SD სლოტი, 2x USB-C(დედ.), 2x USB-A |
| USB 3.0 სიჩქარე | 5 გიგაბიტ წამამდე |
| HDMI გაფართოება | 4K (3840×2160)@30ჰვ – მდე |
| USB-C პორტი 1 | Thunderbolt 3 რეჟიმი: 40 გიგაბიტ წამამდე, 5K@60ჰც ვიდეო გამოსასვლელი USB-C 3.1 რეჟიმი: 10 გიგაბიტ წამამდე, 54K@60ჰც ვიდეო გამოსასვლელი PD დამუხტვა: 87 ვატამდე |
| USB-C პორტი 1 | 5 გიგაბიტ წამამდე |
| სისტემის მხარდაჭერა | Apple OS X Yosemite / Apple OS EI Capitan / Windows 10/11 |
ყურადღება
| 1. აღნიშნული ადაპტერი განკუთვნილია მხოლოდ Macbook Pro 2019/2018/2017/2016, Macbook Air 2019/2018 მოდელებისთვის. ადაპტერი არ არის თავსებადი HP, Samsung, ASUS ბრენდის ლეპტოპსა და პლანშეტთან. |
|
| 2. მაქსიმალური გამოსახულების გაფართოების მისაღებად უნდა გამოიყენოთ შესაბამისი მონიტორი და კაბელი. | |
| 3. ორი მყარი დისკის დაკავშირების შემთხვევაში აუცილებელია ადაპტერზე კვების წაროს მიწოდება. | |
| 4. USB-C პორტი 1 – ს აქვს მხარდაჭერა, სწრაფი დატენვის, ვიდეო გამოსახულების გამოტანისა და მონაცემების გადაცემის, ხოლო USB-C პორტი 2-ს გააჩნია მონაცემთა გადაცემის მხარდაჭერა. |
|
| 5. არ არის რეკომენდირებული ორი USB-A პორტის გამოყენება და დატენვა USB-C პორტი 2-ს მეშვეობით. | |
| 6. ვიდეო გამოსახულების გამოსატანად ადაპტერიდან, თქვენს ლეპტოპს უნდა ჰქონდეს DP Alt რეჟიმის მხარდაჭერა USB-C პორტის მეშვეობით, წინააღმდეგ შემთხვევაში მონიტორზე გამოსახულება არ გამოვა. |
|
| 7. იმისათვის რომ შეამოწმოთ DP Alt რეჟიმის მხარდაჭერა თქვენს ლეპტოპზე, გთხოვთ შეამოწმოთ ტექნიკური ონაცემები თქვენი მოწყობილობის, ან დაუკავშირდით ლეპტოპის მწარმოებელ კომპანიას. |
პრობლემა გაქვთ გამოსახულებისა და ხმის გამოტანისას HDMI პორტის მეშვეობით?
პრობლემა: არ გამოდის გამოსახულება დამატებით მონიტორზე
| პრობლემის გადაწყვეტა 1: დარწმუნდით რომ თქვენი USB-C ნოუთბუქი დაყენებულია სარკისებური ან დამატებითი ეკრანის რეჟიმზე. | |
| ინსტრუქცია თუ როგორ დააყენოთ აღნიშნული რეჟიმები: | |
| Mac ტიპის სისტემებზე: | |
| 1. გადადით Apple მენიუში ზედა მარცხენა კუთხეში და აირჩიეთ სისტემის პრეფერენციები. | |
| 2. აირჩიეთ დისპლეები. | |
| 3. 1) სარკისებური რეჟიმისთვის: | |
| > გადადით მოწყობაზე და აირჩიეთ “სარკისებური დისფლეი” რომ დაიწყოთ დისფლეის დუბლირება. | |
| 2) დამატებითი ეკრანის რეჟიმისთვის: | |
| > გადადით მოწყობაზე და გათიშეთ “სარკისებური დისფლეი”, გახსენით თქვენთვის საჭირო აპლიკაცია და გადაიტანეთ დამატებით ეკრანზე. | |
| Windows ტიპის სისტემებზე: | |
| 1. დააჭირეთ Windows – ის ლოგოს კლავიატურაზე და შემდგომ დააჭირეთ P-ს. | |
| 2. გამოვა მცოცავი ფანჯარა სადაც უბრალოდ უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რეჟიმი. | |
| ალტერნატიული გზით შეგიძლიათ სცადოთ შემდეგი, თუ ზემოთხსენებულმა არ მოიტანა შედეგი: | |
| 1. დააჭირეთ თაგვის მარჟვენა ღილაკს ეკრანის თავისუფალ ზონაში და აირჩიეთ ეკრანის გარჩევადობა. | |
| 2. მონიტორების ქვეშ მონიშნეთ “მონიტორების დუბლირება” ან “დამატებითი მონიტორი” და დააჭირეთ OK. |
პრობლემის გადაწყვეტა 2: დარწმუნდით რომ თქვენი ტელევიზორი, მონიტორი, პროექტორი აყენია HDMI არხზე.
| ვიდეო არხის შემოწმებისთვის: |
| მაგალითისთვის ავიღოთ Dell -ის ბრენდის მონიტორი: |
| 1. დააჭირეთ მენიუს ღილაკს, შედით OSD მენიუში და გამოაჩინეთ მთავარი მენიუ. |
| 2. დააჭირეთ ზემოთ/ქვემოთ ღილაკებს რათა ამოძრაოთ ოპციები და იპოვოთ მიმღები წყარო. |
| 3. გამოიყენეთ მიმღები წყაროს მენიუ რათა აირჩიოთ სხვადასხვა გამოსახულების პორტი. |
| სპეციფიკური მოდელებისთვის გთხოვთ გამოიყენოთ ინსტრუქცია ან ეწვიოთ ამა თუ იმ მწარმოებლის ვებ გვერდს. |
პრობლემის გადაწყვეტა 3: დარწმუნდით რომ ადაპტერთან დაკავშირებული კომპიუტერი მუშაობს სწორად და არ არის ლოდინის ან ჰიბერნაციის რეჟიმში. როდესაც კომპიუტერი ზემოაღნიშნულ რეჟიმებშია, დამატებითი ეკრანი ყოველთვის ცარიელია.
| პრობლემა: გარე მონიტორზე გამოსახულება ფრიალებს. | |
| შეამოწმეთ დისფლეის გარჩევადობის პარამეტრები კომპიუტერში და დარწმუნდით რომ აღნიშნული გარჩევადობა გააჩნია ადაპტერს. | |
| დამატებით მონიტორზე დისფლეის გარჩევადობის დასაყენებლად გააკეთეთ შემდეგი: | |
| Windows – ის ტიპის სისტემებისთვის: | |
| 1. შედით სტარტში –> კონტროლის პანელი. | |
| 2. თქვენი კონტროლის პანელის რეჟიმიდან გამომდინარე გააკეთეთ შემდეგი: | |
| * დააჭირეთ დისფლეი –> დისფლეის პარამეტრების შეცვლა. | |
| * დააჭირეთ გამოჩენა და პერსონალიზაცია–> დისფლეი–> დისფლეის პარამეტრების შეცვლა. | |
| 3. გარჩევადობის ჩამოსაშლელ ველში, გადაიტანეთ სლაიდერი ზემოთ ან ქვემოთ დამატებითი ეკრანის რეზოლუციის შესაცვლელად. | |
| Mac -ის ტიპის სისტემებისთვის: | |
| 1. გადადით Apple მენიუში ზედა მარცხენა კუთხეში და აირჩიეთ სისტემის პრეფერენციები. | |
| 2. დააჭირეთ დისფლეის ოფციებს და გადადით დისფლეის ჩანართში. | |
| 3. შეარჩიეთ მასშტაბური ოპცია გარჩევადობის შესაცვლელად. |
პრობლემა: არ არის აუდიო ხმა მონიტორიდან რომელიც დაკავშირებულია ადაპტერთან.
| აღნიშნული ხმის პრობლემის მოსაგვარებლად შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები: |
| Windows – ის ტიპის სისტემებისთვის: |
| 1. შედით სტარტში –> კონტროლის პანელი –> აპარატურა და ხმა. |
| დააწკაპუნეთ აუდიო მოწყობილობების მართვაზე ხმის ქვეშ, გაიხსნება ხმის ფანჯარა. |
| ხმის ფანჯარაში, დაკვრის ჩანართიდან აირჩიეთ მონიტორის მოდელი და შემდეგ დააჭირეთ ნაგულისხმევად დაყენების ღილაკს. |
| Mac -ის ტიპის სისტემებისთვის: |
| 1. გადადით Apple მენიუში ზედა მარცხენა კუთხეში და აირჩიეთ სისტემის პრეფერენციები. |
| 2. აირჩიეთ ხმა –> დააჭირეთ გამომავალის ჩანართს –> აირჩიეთ მონიტორის მოდელი ხმის გამოსატანად. |












